„ერთმანეთის წამვლაში და საწამლავებში იხრჩობით?” - რას წერს გოჩა მირცხულავა?
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა მეუფე შიოს მოწამლვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია არის ტყუილი. ამას თავისივე განცხადებაში ადასტურებს ანდრია ჯაღმაიძე, როდესაც სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულში დემორალიზებაზე და დემონიზებაზე საუბრობს. მე ვიყავი პირველი ვინც ერთი თვით ადრე დავწერე ალფეევის მიერ შიოს გამორჩევის მოთხოვნაზე. მე ვარ ის, ვისაც აქვს ფაქტობრივი მტკიცებულება შიოს მიერ, ათიდან მცნებიდან ერთის დარღვევაზე და მან იცის ამის შესახებ. მე ვარ ის, ვისთანაც მას ძალიან უნდოდა შეხვედრა – კრებსებშიც კი არის ამაზე საუბარი და მე ვარ ის, ვინც მას სწორედ იმიტომ არ შევხვდი, რომ
გამაფრთხილეს – შეხვედრის დროს არც ყავა დამელია, არც ჩაი, არც ხილი მიმერთმია და წყურვილით რომ მოვმკვდარიყავი, წყალიც არ დამელია. ასევე მე ვარ ის, ვინც სწორედ იმ წამს, როდესაც შიო იტყვის რომ პატრიარქობა სურს, გამოვაქვეყნებ კონკრეტულ ფაქტებს და დავასაბუთებ, რომ მისი პატრიარქობა არის დაუშვებელი. ჰო, რომ რამე, ჩემს გარეშეც გამოაქვეყნებენ ასე რომ...
ანდრია ჯაღმაიძის სიტყვები – “ზოგადად, მიმაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება და როდესაც არის დემორალიზაციის მცდელობა, ეს ყოველთვის არის წინმსწრები, ვიდრე მასზე რაიმე ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდება. ამიტომ, შესაძლოა, არ დავუკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ზოგადად ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ” – არის უზნეობის ზეიმი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მორიგი მცდელობა.
რაც მთავარია – ხვდებით, რომ ერთმანეთის წამვლაში და საწამლავებში იხრჩობით?” - წერს გოჩა მირცხულავა.