თეგებით ძიება

ერთმანეთი სექს-ფართიზე გავიცანით, გვიყვარს ერთმანეთი და ერთად ყოფნას ვაპირებთ - რას ამბობს მარიამ ქინქი? (ვიდეო)

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილემ, მარიამ ქინქიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ რეულს ხელი სთხოვა.

- მარიამ, ვნახეთ გუშინ გავრცელებული კადრები - ეს სერიოზული ურთიერთობაა?

- რა თქმა უნდა, სერიოზული ურთიერთობაა. ეს გადაწყვეტილებაც იმ მომენტში სერიოზული იყო, რატომაც არა. მაგრამ როგორც იცით, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვებელია. გვიყვარს ერთმანეთი და ერთად ყოფნას ვაპირებთ.

- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?

- ანია, ერთი წლის წინ, საქართველოში, სექს-ფართიზე გავიცანი...

- ანია ქართველი არ არის. შენს გამო დარჩა საქართველოში?

- ანია საქართველოში ჩამოვიდა სიყვარულის გამო და ის აქ იპოვა (იცინის) 2 წელია, რაც აქ ცხოვრობს. 

- საქართველოში აპირებთ დარჩენას თუ საზღვარგარეთ გეგმავთ ცხოვრებას?

- მე და ანია სექს-ფართის ორგანიზებას ერთად ვაკეთებთ. ვაპირებთ, აქ, საქართველოში დავრჩეთ, სექს ტურიზმი განვავითაროთ და ეს თემა ერთად წინ წავწიოთ. 

- რისი თქმა გსურთ საზოგადოებისთვის?

- გეტყვით, რომ სიყვარული ყველა ფორმაში და ყველა გენდერში შესაძლებელია. ჩვენ სიყვარულის მხარეს ვართ", - ამობს მარიამ ქინქი "პრაიმტაიმთან" სუაბრისას.

წყარო - primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა