თეგებით ძიება

არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება, კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ერთ ადამიანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე კიდებს ერებს შორის ურთიერთობას.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნა კაპრიზია და "კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს და ხალხებს შორის ურთიერთობა".

"აქ არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი, თავდაპირველად, მაშინ როდესაც ბელარუსშიც კი ელჩი ჰყავდა დატოვებული და უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა უკრაინიდან. ის ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო ელჩებს შორის, ვინც დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს, მაშინ როცა აშშ-ის, გერმანიის თუ სხვა ელჩებმა დატოვეს კიევი, საქართველოს ელჩი იქ იყო ბოლო წუთამდე, საქართველოს დროშა ერთი წუთითაც არ დაშვებულა კიევში, როცა სხვა ქვეყნის დროშები დაეშვა საელჩოების წინ. ამის საპასუხოდ როდესაც ხდება ამ ელჩის გამოძევება ქვეყნიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი. ამიტომ მე მოლოდინი მაქვს, რომ ყველა ქართველი, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაშია ადამიანი თუ ოპოზიციურ მედიაში, საქართველოს ოპოზიციაში არავინ არ უნდა იყოს, როდესაც საქართველოს მიმართ ხდება ასეთი დამოუკიდებლობა, ყელა უნდა იყოს მკაფიო ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა