თეგებით ძიება

სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჩაგვრა 2012 წლამდე ხდებოდა - შალვა პაპუაშვილი

„მე გამოვრიცხავ ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო, შეიძლება, ჩართული იყოს ადამიანის დაჩაგვრაში. ეს ხდებოდა 2012 წლამდე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ვალერი გელაშვილის ცემა, სიკვდილამდე მიყვანა, რისთვისაც მას მისჯილი აქვს და ზის ციხეში. ეს ვიცით, რომ 2012 წლამდე გვქონდა ასეთი სახელმწიფო. იმიტომაც გადაირჩია ხალხმა ის ხელისუფლება და იმიტომ მისცა „ქართულ ოცნებას“ უკვე ათჯერ მანდატი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართულ საზოგადოებას მოაცილა ეს სისტემა და დღევანდელი სახელმწიფო არის ადამიანის ხელშეწყობის, დახმარების და დაცვის სახელმწიფო და არა ადამიანის ჩაგვრის სახელმწიფო. ის ვინც შექმნა ადამიანის ჩაგვრის სახელმწიფო, დღეს არის ოპოზიციაში, ერთი არის ციხეში და ორი უკრაინის ხელისუფლებაში ადეიშვილის და ლორთქიფანიძის სახით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა