„ნახევარ მეტრიანი გველი ვნახეთ, ახლაც ცუდადაა ბავშვი” - რა მოხდა ქუთაისის სკვერში?
ქუთაისში, გაუთიბავ და უმეთვალყურეო სკვერში, სადაც ატრაქციონებია განთავსებული, ბავშვებმა ქვეწარმავალი ნახეს. ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი, თემურ ციციშვილი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.
“სადღაც ნახევარ მეტრიანი გველი ვნახეთ, ახლაც ცუდადაა ბავშვი”, – წერს თემურ ცამციშვილი.
წყარო: „ინფო იმერეთი“