„სინამდვილეში ბიძინა ქართულ პოლიტიკაში არის "კაშეი ბესმერტნი" - რას წერს მერაბ მეტრეველი?
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„სინამდვილეში ბიძინა ქართულ პოლიტიკააში არის "კაშეი ბესმერტნი".
კაშეის უკვდავი კი ქვია, მაგრამ არა იმიტომ რომ მისი მოკვლა სართოდ შეუძლებელია, არამედ იმიტომ რომ ყველა მის მოკვლას არასწორად ცდილობს. ყველა ისე ცდილობს, როგორც მანამდე მიღებული იყო: მიდის და თავს აჭრის, მაგრამ კაშეის ახალი თავი ამოსდის და არ კვდება, ამიტომ გონიათ უკვდავი.
მისი მთელი საიდუმლო იმაშია, რომ კაშეის სული სხვაგანაა და არა მის სხეულში. იმისთვის, რომ კაშეი მოკლა, უნდა წახვიდე და მოკლა რაღაც ჩიტი (თუ ზუსტად მახსოვს), რომლის კვერცხშიც კაშეის სული ინახება.
ჰოდა, ის რაღაც ჩიტი ჩვენს შემთხვევაში არის მიშა. ბიძინას სული მიშას უპყრია ხელთ. ის იცავს მას გაანდგურებისგან. ისაა მისი მთავარი საყრდენი და მოკავშირე. მისი არსებობა მთავარ ოპონენტად უხანგრძლივენლბს ბიძინას მეფობას. მის გარეშე ბიძინა არაფერია. როგორც კი მიშა გაქრება, გაქრება ბიძინაც. ქართული პოლიტიკის მთელი პარადოქსიც ესაა: თუ გინდა დაამარცხო ბიძინა, მიშას უნდა შეებრძოლო.
ჩვენი ოპოზციური სპექტრის რაღაც ნაწილი კი მხოლოდ გამიჯვნას ახერხებს მისგან (დიდ ნაწილს გამიჯვნაც არ შეუძლია). არადა, გამიჯვნა სულაც არაა საკმარისი ამოცანის გადასაჭრელად. სამკვდო-სასიცოხლო ბრძოლაა საჭირო მიშას წინააღმდეგ. ოპოზიციურ პარტიებს კი ეს ამბავი აკომპლექსებს: ვაიმე, ოპოზიციამ სხვა ოპოზციას როგორ დავცხოთ? ამის დრო ახლა არაა. საერთო მტერი გვყავს. არადა, ვინც ამ ბრძოლას არ გამართავს, ის ხუთ პროცენტიან ბარიერსსც ვერ გადალახავს დამოუკიდებლად.
ჩემი ეს თეორია ჩემი ახირება რომ არაა, ან როგორც ნაცები მაბრალებენ "ბოღმა მიშას მიმართ", ამის საილუსტრაციოდ მეცნიერული მტკიცებულება დადო "ედისონ რისერჩმა" თავის ბოლო კვლევაში (ანუ რამდენიმე კვირის წინ რომ ჩაატარა "ფორმულას" დაკვეთით). ჩატერების დროს ხაზსს იმიტომ ვუსვამ, რომ სულ ამბობენ, თერთმრტი წელი გავიდა, რაღა დროს ნაციონალების და მიშას შიშია?!. აღარ დამთავრდა ეს?! ჰოდა ეს სლაიდი გეუბნებათ, რომ სართოდ არ დამთავრდა. უფრო პირიქით. თან გაითვალისწონეთ, რომ როცა ეს გამოკითხვა ჩატარდა, "ოცნებას" უკვე ჩადენილი აქვს ყველა წლევანდელი სიგიჟე. "რუსული კანონის" ამბებიც ჩავლილია, დასავკეთთან უკიდურესად გამწვავებული აქვთ ურთიერთობა და ამ ფონზეც კი შეკითხვაზე: მარტო ორი არჩევანი რომ გქონდეთ - "ოცნება" თუ "ნაციონალური მოძროაბა" - რომელს აირჩევდით? აი, ასეთი პასუხები დაჯდა:
ანუ სხვა ოპოზიციური ამომრჩვლის ნახევარმა მაინც 'ოცნების" ყულაბაში გადაინაცვლა ეგრევე, როცა ასეთი არჩევანი დაუდგა“, - წერს მეტრეველი.