ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრის” დირექტორად დაინიშნა
ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრის” დირექტორად დაინიშნა.
ტიკარაძე რჩება ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულებით. ის ხელმძღვანელობს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში ხორციელდება.
2019-2021 წლებში ეკატერინე ტიკარაძე იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
მანამდე კი, 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“.