“1000 დოლარი საჩუქრად მას, ვინც მოიპოვებს იმ ვიდეოს…“ - რას წერს იაგო ფრანგიშვილი?
გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“რომ გეუბნებით უკვე 2016-დან ბიძინას ხელშია მეთქი, გიკვირთ, რატო ამოიჩემე ეს კაციო, მეკამათებიან მეგობრები.
არ ამოვიჩემე, ფაქტებზე ვსაუბრობ.
ციანიდის მღვდლის პირველი ინტერვიუ გახსოვთ?
ეს მღვდელი კაცი კურირებდა საპატრიარქოს უძრავ ქონებას და თქვა, მაგიტო დამიჭირესო, ბევრი გადაუფორმებელი უძრავი ქონება აქვსო საპატრიარქოს და იმ დიდს სურს გადაფორმება და დამიჭირეს მაგიტოო.
ეს თემა პატრიარქთან „ჩუმი“ შეხვედრის მერე გაჟღერდა?
არა.
„ჩამოდიხარ თუ არაო“
„როდის აპირებო ჩამოსვლასო, ესო „ხალხს“ მაგრა აინტერესებს მიშაო და ბოლო ბოლო როდისო?“
ეს თემა ვინ დაიწყო სერიოზული სიფათით?
და ახლა „აგვიხსენი ერთი რატო ჩამოდიო?“
ეს ვინ?
„ხალხს ძალიან აინტერესებს შენი და ქალების ამბავიო“ ეს ვინ უთხრა ავადმყოფ, ფსიქოტროპიულებით გაჭედილ და კაგებეს ციხეში მყოფ პატიმარს?
წესით ახლა ყველა უნდა საუბრობდეს და დისკუტირებდეს უკრაინა საქართველოს დიპლომატიური კავშირის გაწყვეტაზე უკრაინის მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტის მდგომარეობის გამო და რაზე და ვინ გადაიტანა საუბარი?
ხო, არ დაგავიწყდეთ ძველი, 2015 წლის ამბავი, რის გამოც მე ნაღდად გავიგე ვინაა…
ჩემი შემოთავაზება, რომელსაც 2016 წლიდან ვაჟღერებ, არის ძალაში
1000 დოლარი საჩუქრად მას, ვინც მოიპოვებს იმ ვიდეომასალას, სადაც ხეების დედაბუდიანად ამოთხრის და მათი გატანისათვის დიდი ხეივანის, ,,უდანაშაულო,, ათეულობით ხის მიჭრის ფაქტებია დაფიქსირებული.
ეს ვიდეომასალა იყო იმ არქივში, რომელიც გაიყიდა.
სხვაზე არ ვსაუბრობ უბრალოდ, აშკარა ღამეები მაინც დაინახეთ თუ ვინ ვინაა”, - წერს ფრანგიშვილი.