თეგებით ძიება

„ამათი პატრონი დასაჭერია... ვის აქვს უფლება ასეთი სისაძაგლე ასწავლოს ბავშვებს?“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში? (ვიდეო)

„ლელოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც პატარა ბავშვები საზოგადოებას „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებენ და ლექსს ამბობენ.

„ბავშვთა უფლებებს იცავს ვინმე ამ ქვეყანაში?

ამ ბავშვების მშობლები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ საკუთარი შვილებისთვის!“ - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.

„ბავშვობა წართმეული ბავშვები. მშობლებმა თვითონ გამოთქვან თავისი პროტესტი, ნუ აკარებენ ბავშვებს ამ სიბიძურეს, პირიქით უნდა დაიცვან და მათ თვალს და ყურს მოარიდონ“;

„ვის აქვს უფლება სხვისი პირადი ცხოვრება შეურაცხყოს და ასეთი სისაძაგლე ასწავლონ ბავშვებს?????“;

„ეს არ არის საბავშვო ლექსი და ვინც ეს ლექსი, გაუთვითცნობიერებელ ბავშვებს დაასწავლა, სასტიკი დამნაშავეა!“;

„ამათი პატრონი დასაჭერია ამ პატარა ბავშვებმა რა იციან ეს ხალხი მთლად გადაგვარდა“ - წერენ ვიდეოს კომენტარებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა