წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი - ამინდი კვლავ გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„8 ივლისის ღამიდან 12 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. 9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.