თეგებით ძიება

მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ძალადობა, ასევე, ძალადობრივი ჯგუფების წახალისება მიუღებელია.

"საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. პრაიდის ფესტივალს, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში", - წერს ზურაბიშვილი.

თბილისში პრაიდის კვირეული დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება პრაიდფესტივალია, რომელიც 8 ივლისს გაიმართება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა