ძალიან ცუდი აზრები მაწუხებდა - რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი?
მოდელი, ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ სანამ გაერკვეოდა რა სურდა, ბევრი ცუდი აზრი მოსდიოდა თავში.
დოროყაშვილის თქმით, სტილი შეიცვალა.
„6 წლის ასაკში მქონდა ბოლოს კარე შეჭრილი და რაღაცნაირად მოხდა ჩემს გონებაში სულიერი დიდი გარდასახვა და გადავწყვიტე, რომ აღარასდროს აღარ მინდა გრძელი თმა. სარკეში რომ ვიყურებოდი ვამბობდი, ეს გოგო სხვა არის. ვფიქრობდი რა შემეცვალა. იმასაც ვფიქრობდი რამე ხომ არ გამეკეთებინა - პლასტიკურ ოპერაცია. ძალიან ცუდი აზრები მაწუხებდა იქამდე, სანამ მივხვდებოდი რა მინდოდა. და აი ახალი ნეკაც გაჩნდა“,- ამბობს ნეკა დოროყაშვილი.