"შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში, ჰქონდა სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები" - რა მოხდა ბორჯომში?
ბორჯომში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაჭრეს. დაჭრილი ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში, მძიმე დაზიანებებით, ჰქონდა სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები, სამწუხაროდ ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა," - ამბობს „ჯეო ჰოსპიტალის“ ექიმი, დავით ბარაბაძე.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა.