თეგებით ძიება

„ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა... ამიტომაა სევდიანი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე?

მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელიმ ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის ახალ კლიპზე მუშაობის კადრებს გვიზიარებს.

„ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა და ჩვენს ბაღში გადაეღოთ – ასე ვიყავით შეთანხმებული და გვიხაროდა.

ნანი ბრეგვაძემ იმღერა ძვირფასი მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად, ამიტომაა სევდიანი, განსაკუთრებით ემოციურია, როცა აზერბაიჯანელი მომღერალი ქართულად მღერის და ამხელა პატივისცემას გამოხატავს“, – წერს ზურა შევარდნაძე.

ცნობისათვის, ბუბა კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად, აზერბაიჯანელმა მომღერალმა ემინ აგალაროვმა ნანი ბრეგვაძესთან ერთად სიმღერა ჩაწერა.

იხილეთ ვიდეო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა