"მოგვიწია ტერიტორიის დატოვება..." - "თბილისი პრაიდი" ინფორმაციას ავრცელებს
"თბილისი პრაიდი" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქსებით", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მათ ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ მოუწიათ, რაც "პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ფესტივალის ჩატარების ადგილს მიუახლოვდნენ.