ვარჯიშობთ და ვერ იკლებთ? - სასარგებლო რჩევები
წონაში დასაკლებად ეცადეთ, ჯანსაღი საკვები მიირთვათ და რეგულარულად იაროთ სპორტდარბაზში.
1. მედიკამენტების მიღება
თუ იღებთ ანტიდეპრესანტებს, ორალურ კონტრაცეპტივებს, ეპილეფსიის, ბიპოლარული აშლილობის, შიზოფრენიის, შაკიკის ან დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს, მათ შეიძლება შეაფერხოს წონაში დაკლების პროცესი. ალერგიის ზოგიერთ წამალს და ბეტა-ბლოკატორებს იგივე ეფექტი აქვს.
2. დაავადებები
ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს წონაში მატება. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, საკვერცხეების პოლიკისტოზი, კუშინგის სინდრომი, დიაბეტი, ჰორმონალური დარღვევები, ძილის აპნოე, ბულიმია.
3. მენოპაუზა
ქალის სასქესო ჰორმონების წარმოების დაქვეითება იწვევს არა მხოლოდ ალებს, ძვლების სიმყიფეს და განწყობის ცვალებადობას, არამედ წონის მატებას. მეტაბოლიზმი ნელდება და ცხიმის მარაგი ძირითადად წელის არეში გროვდება.
4. ძილის ნაკლებობა
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ წონის დასაკლებად, არის შვიდი საათის განმავლობაში ძილი. თუ ნაკლები გძინავთ, ეს იწვევს პრობლემების მთელ კასკადს - შენელებულ მეტაბოლიზმს, სტრესის ჰორმონის კორტიზოლის, სისხლში შაქრის დონის მატებას და ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითებას ჰორმონ ინსულინის მიმართ.
ეს ყველაფერი იწვევს მადის და სხეულში ცხიმის მატებას.
5. ღამის ბუ ხარ
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ადრე იღვიძებენ, საშუალოდ ნაკლები წონა აქვთ. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ დილის განათება ხელს უწყობს სხეულის შინაგანი ბიოლოგიური რითმების სინქრონიზაციას დღისა და ღამის ბუნებრივ რიტმებთან.
ეს ხელს უწყობს ძილის რეგულარულ რეჟიმს და მეტაბოლიზმის კარგად მუშაობას. არ დაივიწყოთ D ვიტამინი, რომელიც ცხიმების წვას უწყობს ხელს. ის საუკეთესოდ მუშაობს დილით მზის შუქზე.
8. თქვენ ხშირად დაფრინავთ მსოფლიოს გარშემო
დროის ზონების ხშირი ცვლილება იწვევს ჯეტლაგს - ორგანიზმის შიდა ბიოლოგიური საათის გაუმართაობას. სხვა საკითხებთან ერთად, ეს გავლენას ახდენს ნაწლავის მიკრობიომზე (მიკროორგანიზმების საზოგადოება, რომლებიც ბინადრობენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში), რაც იწვევს წონის მატებას.
7. არ გაქვთ ახლობლებისგან მხარდაჭერა
თუ მეგობრები რეგულარულად გიწვევენ ლუდის დასალევად, წონის დაკლება გაცილებით გაგიჭირდებათ.
8. სტრესი
ნერვიულობისას, იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რაც მატებს მადას და იწვევს ემოციურ გადაჭარბებულ კვებას. სტრესი გაიძულებს ცხიმიანი, ტკბილი, მაღალკალორიული საკვების მირთმევას. სტრესი საუკეთესოდ იხსნება ფიზიკური დატვირთვით.
9. გვიანი ვახშამი
როცა დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე ჭამთ, ორგანიზმს უჭირს კალორიების დაწვა, ამიტომ ვახშამსა და დაძინებას შორის ინტერვალი მინიმუმ სამი საათი უნდა იყოს.
10. თქვენ არ საუზმობთ
როდესაც დღის პირველი კვება რეგულარულად ხდება შუადღისას, სავარაუდოდ, ზედმეტს შეჭამთ. ცილებითა და ბოჭკოებით მდიდარი საუზმე, რომელსაც გაღვიძებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მიირთმევთ, დაგეხმარებათ უფრო დიდხანს იყოთ მაძღარი და დღის მეორე ნახევარში ნაკლები ჭამოთ