თეგებით ძიება

"ქართული ოცნება" იგონებს მტრის ხატს გეების სახით" - რას წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "თბილისი პრაიდის" ჩაშლას ეხმაურება.

მისი თქმით, ხელისიფლება ძალადობას ახალისებს.

"ძალა, რომელიც სიძულვილს თესავს და ადამიანების ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფის წინააღმდეგ გეშავს - ვერასდროს გაიმარჯვებს. ბოროტებაა დღეს ქართული ოცნება, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს ხალხს.

ყველა ქოცი გახდება აგრესიის მსხვერპლი ბოლოს - ასეთია ჟანრის კანონი: რასაც დასთეს, იმას მოიმკი. 

ამიტომ, გვიყვარდეს, ხალხო, ერთმანეთი. 

ჩვენი ნამდვილი მტერი რუსეთი და რუსეთუმე ხელუსუფალია. ოცნებას ეშინია ნამდვილ მტერთან დაპირისპირების, ამიტომ იგონებს მტრის ხატს გეების სახით. ნუ წამოვეგებით ამ რუსულ პროპაგანდას. მიხედოს ბიძინამ ქართველების ნამდვილ პრობლემებს: სიღარიბეს, უმუშევრობას, ოკუპაციას, ემიგრაციას… არ შეუძლია? მაშინ ნუღა გასყალბებს არჩევნებს და მოგვშორდეს! 

სიყვარული გაიმარჯვებს.

სიძულვილი დამარცხდება.

ნუ დავკარგავთ ერთმანეთის სიყვარულს დამპალი რუსეთუმე ქოცების გამო", - წერს უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, "პრა­იდ ფეს­ტი­ვა­ლის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებმა დღეს პრაიდის ფესტივალი ჩაშალეს. მათ პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს და იმ ადგილას შეიჭრნენ, საიდანაც პრაიდის ორგანიზატორები ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა