14 წლის ბიჭი ზელენსკისთან შეხვედრაზე ოცნებობდა - რა აჩუქა უკრაინის პრეზიდენტმა ბავშვს?
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ვიზიტისას 14 წლის ანტონ კოტსკოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
14 წლის ბიჭი, რომელიც 2022 წლის მარტის შემდეგ ჩეხეთში მკურნალობს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ოცნებობდა და მისთვის ვიდეო მიმართვაც გადაიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესდა ბიჭის საქმეებით და აჩუქა ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ძაღლი მფარველი ლოზუნგით "ერთად უფრო ძლიერები".
"გისურვებთ გამარჯვებას და მადლობას გიხდით მტკიცე რწმენისთვის", - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
„ბატონო პრეზიდენტო, ძალიან მიხარია, რომ დღეს შევხვდით, ეს ჩემი სანუკვარი სურვილი იყო“, - თქვა ბიჭმა და მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის საჩუქრისთვის.