თეგებით ძიება

მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "თბილისი პრაიდის" ჩაშლას ეხმაურება.

მისი თქმით, მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას.

"ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ აზრის გამოხატვის უფლება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის მე-17 მუხლი და შეკრების თავისუფლება, 21-ე მუხლი ჩვენი კონსტიტუციის. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან, ადგილიც და პირობებიც, და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება. რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, "პრა­იდ ფეს­ტი­ვა­ლის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებმა დღეს პრაიდის ფესტივალი ჩაშალეს. მათ პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს და იმ ადგილას შეიჭრნენ, საიდანაც პრაიდის ორგანიზატორები ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა