"გმირებს სახლში ვაბრუნებთ" - "აზოვის" მეთაურები თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან (ვიდეო)
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში წერს, რომ "აზოვსტალის" გმირები: დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხეი ვოლინა, ოლეგ კომენკო, დენის შელგა მოინახულა და უკრაინაში საკუთარი თვითმფრინავით დააბრუნა.
"ჩვენ ვბრუნდებით თურქეთიდან და ვაბრუნებთ გმირებს სახლში.
უკრაინელი სამხედროები - დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შელდა. ისინი საბოლოოდ დაუბრუნდებიან საკუთარ ახლობლებს.დიდება უკრაინას!", - წერს ზელენსკი.