ზვიად ციკოლიამ ჩანთების წარმოება დაიწყო
დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საათების, აქსესუარებისა და სუნამოს შემდეგ, ჩანთების წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ bpn ავრცელებს.
ამ ეტაპზე მომხმარებლებს დიზაინერის ჩანთების შეძენა მხოლოდ ონლაინ და შეზღუდული რაოდენობით შეუძლიათ.
რაც შეეხება ფასს, ჩანთების ღირებულება 547 და 770 ლარია.