თეგებით ძიება

ახალციხეში ყირიმ–კონგოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალციხეში, სოფელ ანდაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაავადება შუახნის კაცს დაუდასტურდა ის თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი, წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა