თეგებით ძიება

როგორ მოქმედებს ბავშვებზე მშობლების განქორწინება?

განქორწინება ოჯახის ყველა წევრისთვის რთული პერიოდია, მაგრამ ეს მომენტი განსაკუთრებით მძიმედ ბავშვებზე აისახება.

მართალია, ზოგიერთი ბავშვი განქორწინებაზე ბუნებრივად და გაგებით რეაგირებს, მაგრამ უმეტესობა ამას რთულად უმკლავდება. 

მშობლების განქორწინების უარყოფითი ეფექტები ბავშვებში:

ცუდი აკადემიური მოსწრება

განქორწინების ერთ-ერთი ეფექტი ბავშვებში გამოვლინდება მათ აკადემიურ მოსწრებაზე. რაც უფრო ცუდად გადააქვს ბავშვს ოჯახში არსებული კონფლიქტი, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ ყურადღება გაამახვილონ სასკოლო სამუშაოზე.

ინტერესის დაკარგვა სოციალური აქტივობის მიმართ

ბავშვებს, რომელთა ოჯახიც განქორწინებას განიცდის, სხვებთან ურთიერთობა უჭირთ და ზოგჯერ თავს დაუცველად გრძნობენ .

ემოციური მგრძნობელობა

სიბრაზე, დაბნეულობა, შფოთვა და მრავალი სხვა გრძნობა, ეს ყველაფერი შეიძლება ამ პროცესიდან მომდინარეობდეს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი მათთვის ფსიქოლოგთან ვიზიტი. ბავშვებმა შეიძლება ბრაზი გამოხატონ მშობლების, საკუთარი თავის, მეგობრებისა და სხვების მიმართ. 

დანაშაულის გრძნობა

ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, რატომ ხდება განქორწინება მათ ოჯახში. ისინი ეძებენ მიზეზებს, აინტერესებთ, რატომ  აღარ უყვართ ერთმანეთი მშობლებს და ამაში ხშირად საკუთარ თავებს ადანაშაულებენ. 

დანაშაულის გრძნობა ზრდის წნევას, შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, სტრესი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. 

ქორწინებისა და ოჯახის რწმენის დაკარგვა

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მომავალში ოჯახის შექმნას გეგმავდნენ, ბავშვობაში გადატანილი სტრესის გამო ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირდეთ.

წყარო: mkurnali.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა