„სანდრა რულოვსის ინტერვიუ მოვისმინე, მხოლოდ ერთს ვიტყვი - ბრავო ბრავო ბრავო!“ - თაკო ჩარკვიანი
პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და წერს.
„გუშინ სანდრა რულოვსის ინტერვიუ მოვისმინე, მხოლოდ ერთს ვიტყვი - ბრავო ბრავო ბრავო! რამდენი რამ თქვა, რაც თქვა და რაც არ თქვა, - ღირსეული სიმშვიდით! ზუგდიდის, მისი - სანდრას არჩევნების დროს მომიწია მასთან ურთიერთობა და რა შთაბეჭდილებაც მქონდა იგივე მაქვს დღეს, მოვისმინე ბრწყინვალე პატარა ინტერვიუ ამ ჭკვიანი - გონიერი, ღირსეული და რაღაცნაირად - ოქროსფერი ქალის, საოცრად ქართველი იჯდა ეკრანზე... ცრემლისმორევამდე ბრავო!“ - წერს ჩარკვიანი.