თეგებით ძიება

„თქვენს შვილებს “მრევლის” ველური ქცევა უფრო ადრე დააშორებს ეკლესიას, ვიდრე რამე სხვა!“ - დედა სიდონია

 დედა სიდონია ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.

“ვინც “ლგბტ” პროპაგანდის წინააღმდეგ აგრესიას იმით ამართლებს – გვეშინია ჩვენს შვილებს ღმერთის რწმენას დააკარგვინებენო, მინდა ვუთხრა, რომ თქვენს შვილებს “მრევლის” ველური ქცევა უფრო ადრე დააშორებს ეკლესიას ვიდრე რამე სხვა! როცა ერთი მანკიერების წინააღმდეგ ხარ, და იქვე სხვა ცოდვას ანხორციელებ – მრისხანებ და ქურდობ, არ ექნება შენი მორალის ქადაგებას წონა!

მათ სხვა ფსიქოლოგიური აღქმა აქვთ, თქვენნაირად არ აზროვნებენ და შეეშვით! მათთვის უფალი სიყვარული და სიმშვიდეა”, - წერს დედა სიდონია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა