თეგებით ძიება
09. 07. 2023 მსოფლიო

ყველის ჭამაში 1000 დოლარს იხდიან - უცნაური ვაკანსია, რომელიც ბევრს დააინტერესებს

ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ უცნაური ვაკანსია გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, კომპანია 1000 დოლარს გადაუხდის ძილის წინ ყველის ჭამის მსურველებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით,  Sleep Junkie-ს ვებგვერდი, რომელიც ძილის კვლევასა და მატრასების მიმოხილვაზე მუშაობს, 1000 დოლარს სთავაზობს მათ, ვინც 3 თვის განმავლობაში ძილის წინ ერთი და იმავე სახეობის ყველს მიირთმევს.

ამ გზით კომპანიას სურს დაადგინოს რამდენად ახდენს ყველი სიზმრების შინაარსზე გავლენას.

ორგანიზაციის განცხადებით, კვლევაში მონაწილეობა 21 წელს მიღწეულ ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც ღამით მარტო სძინავს. კვლევის პერიოდში მონაწილეებმა დეტალურად უნდა აღწერონ ნებისმიერი სიზმარი, ან კოშმარი, რომელსაც ნახავენ.

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა