ხელოვნურმა ინტელექტმა სიბერის დამარცხების საშუალება აღმოაჩინა
ხელოვნური ინტელექტი მეცნიერებს დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნაში ეხმარება. ინფორმაციას sciencealert ავრცელებს.
მკვლევრებმა სპეციალურად გაწვრთნილ ხელოვნურ ინტელექტს 4 340 მოლეკულა გაანალიზებინეს და ხუთი წუთის შემდეგ შედეგები შეამოწმეს.
ხელოვნური ინტელექტის მოდელმა 21 ყველაზე პერსპექტიული მოლეკულა გამოავლინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევრებმა მოლეკულები ჯანსაღ და დაბერებულ უჯრედებზე გამოცადეს. 21-დან სამმა (პერიპლოცინმა, ოლეანდრინმა და გინკგეტინმა) დაბერებეული უჯრედები ისე გაანადგურა, რომ ჯანსაღს არაფერი დაუშავა.
უფრო დეტალური ბიოლოგიური ექსპერიმენტების შედეგად კი დადგინდა, რომ სამი მოლეკულიდან ერთი — ოლეანდრინი ბევრად ეფექტური იყო, ვიდრე სხვა მსგავსი ტიპის ყველაზე ცნობილი სენოლიზური პრეპარატები.
შედეგები დამაიმედებელია და მას მკვლევრები როგორც გარღვევას ისე ახასიათებენ. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს მედიცინის პროგრესის დაჩქარება შეუძლია.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ.