თეგებით ძიება

"პო­ლი­ცი­ა­ში გა­ცხა­დე­ბუ­ლია და ვი­მე­დოვ­ნებთ დრო­უ­ლად იქ­ნე­ბა გა­მოვ­ლე­ნი­ლი დამ­ნა­შა­ვე...“ - რა შეემთხვა ნინო არაზაშვილს?

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინო არა­ზაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში ე.წ. სქრინს აქვეყნებს და წერს, რომ მისი მამა ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა. 

"ასეთ წე­რილს სწერ­და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით ინ­ტერ­ნეტ თაღ­ლი­თი მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლით მის მე­გობ­რებს. მად­ლო­ბა ჩვენს ახ­ლობ­ლებს, ვინც დრო­უ­ლად გვამ­ცნეთ ოჯახს თაღ­ლი­თის ზრახ­ვე­ბი და მცდე­ლო­ბე­ბი და დაგ­ვი­რე­კეთ პი­რა­დად.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი­თა და გვა­რით (ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბით) ბო­როტ­მოქ­მედს შე­უქ­მნია ყალ­ბი ფე­ის­ბუ­ქან­გა­რი­ში, მო­უ­პა­რავს მა­მა­ჩე­მის ფოტო და და­უ­მე­გობ­რე­ბია ჩვე­ნი ოჯა­ხის ფე­ის­ბუქ­მე­გობ­რე­ბის ნა­წი­ლი.მათ­გან უმე­ტე­სო­ბის­თვის პი­რად­ში გა­უგ­ზავ­ნია ში­ნა­უ­რუ­ლი მი­სალ­მე­ბა და წე­რი­ლი თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით.

გუ­შინ­დე­ლი დრო­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ყალ­ბი ფე­ის­ბუ­ქან­გა­რი­ში გა­უქ­მე­ბუ­ლია.მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლით­მა მო­ა­ხერ­ხა და 2 მე­გო­ბარს გა­და­ა­რი­ცხი­ნა ფული თა­ვის ან­გა­რიშ­ზე.

ვწუხ­ვართ, რომ მათ მა­მას­თან არ და­უ­რე­კავთ და არ გა­და­უ­მოწ­მე­ბი­ათ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც თაღ­ლით­მა მი­წე­რა.

პო­ლი­ცი­ა­ში გა­ცხა­დე­ბუ­ლია და ვი­მე­დოვ­ნებთ დრო­უ­ლად იქ­ნე­ბა გა­მოვ­ლე­ნი­ლი დამ­ნა­შა­ვე. მა­მას ვარ­წმუ­ნებთ, რომ ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თე­ბის სა­მიზ­ნე სხვე­ბიც ხდე­ბი­ან და ის არც პირ­ვე­ლი და სამ­წუ­ხა­როდ არც უკა­ნას­კნე­ლი მსხვერ­პლია. მაგ­რამ ვგრძნობთ, რომ ის ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­რო­ებს მხარ­და­ჭე­რას, რად­გან ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მომ­ხდარს.გთხოვთ, მა­მა­ჩემ­თან ჩვე­უ­ლებ­რივ გა­აგ­რძე­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა პირ­ვე­ლად ან­გა­რიშ­ზე, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე წე­ლია (და­რე­გის­ტი­რე­ბის დღი­დან) თა­ვი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი ლა­თი­ნუ­რად აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი", - წერს ნინო არა­ზაშ­ვი­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა