თეგებით ძიება
10. 07. 2023 ვიდეო

"ჩვეულებრივ შევდიოდი მათ გასახდელში" - რას ამბობს მწვრთნელი, რომელსაც 9 ქალი სექსუალური შევიწროებას ედავება? (ვიდეო)

სექსუალური შევიწროება 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ - დამნაშავე ქალთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელია.

გამოძიებამ დაამტკიცა, რომ პაატა დოგრაშვილი ფეხბურთელ ქალებს, ვარჯიშის დროს, სექსუალურად ავიწროებდა.

ერთ-ერთი ქალი ფეხბურთელი ჰყვება, რომ მწვრთნელი მათ გასახდელში შედიოდა და პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოებს აჩვენებდა. ადგილი ჰქონდა მამაკაცი მწვრთნელის მხრიდან ქალი ფეხბურთელების მიმართ სექსუალური ხასიათის შეხებასაც.

ოფიციალურად, დაზარალებული 9 ქალია, თუმცა ქუთაისის ქალთა კლუბ "მართვეში" ამბობენ, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

გარდა სექსუალური ხასიათის შევიწროებისა, ფეხბურთელი ქალები მწვრთნელს ფინანსურ თაღლითობასაც ედავებიან. მათი თქმით, ხელმძღვანელი არასრულწლოვანებს, ისედაც მცირე ხელფასიდან, გარკვეულ წილს სთხოვდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა