„შენ ისეთი კარგი სახელი დატოვე, ბევრი ვერ მოახერხებს ამას, ასი წელიც რომ იცხოვროს“ - რას წერენ სვანეთში დაღუპულ ბიჭზე?
სვანეთში, უშგულის გზაზე მომხდარ ავარიისას დაღუპული, გიორგი რატიანის ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„შენ ისეთი კარგი სახელი დატოვე, ბევრი ვერ მოახერხებს ამას, ასი წელიც რომ იცხოვროს მაინც. უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი სულები, ვუსამძიმრებ ყველას“.
ცნობისთვის, სვანეთში ავარიას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მანქანა მოცურდა და ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.