თეგებით ძიება

"ღმერთს ებარებოდე, პატარა ვაჟკაცო" - ნაკრების ფეხბურთელები 14 წლის გიოს ემშვიდობებიან

ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარი, 14 წლის გიორგი მურვანიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ბიჭის კუმირმა ფეხბურთელებმა გაავრცელეს.

"ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს, გიო მურვანიძეს ყველაზე სანუკვარი ოცნება ავუსრულეთ, გულში ჩაიკრეს მისმა ფავორიტმა ვარსკვლავებმა - ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა. ეს ემოცია და სიხარული არასდროს დაავიწყდება გიოს, უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას და იმედი მაქვს გავიმარჯვებთ!“ - დაწერა მაშინ ბერი ანდრიას დედამ, თინათინმა სოციალურ ქსელში.

"ღმერთს ებარებოდე, პატარა ვაჟკაცო...“, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთთან ხარ, ღმერთს ებარებოდე“ - დაწერეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა