პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! - ირაკლი ზარქუა
პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! -გამოჯანმრთელების შემდეგ როგორც სხვები იხდიან სასჯელს, ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში, ეს ამდენი შოუ და მასკარადი დასრულდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, მისთვის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გაუგებარია.
„პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! ვერ არის კარგად, რა განცხადებებს აკეთებს?! დაწერს, წაშლის, განცხადებას გააკეთებს, ხან ქართულად გველაპარაკება, ხან რუსულად, ხან უკრაინულად. კაცი ვერ არის კარგად, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, გამოჯანმრთელების შემდეგ როგორც სხვები იხდიან სასჯელს ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში, ეს ამდენი შოუ და მასკარადი დასრულდა”, - აღნიშნა ზარქუამ.