სალომე ზურაბიშვილმა მითხრა, მიშას თუ გავუშვებთ საზღვარგარეთ, ქვეყნის რეპუტაცია შეილახებაო - რას აცხადებს სანდრა რულოვსი?
საქართველოს პირველმა ლედი, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლის, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეხვდა. ამი8ს შესახებ რულოვსმა "შაბათის ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მქონდა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, დეკემბერში. მიშას თემაზე, სხვათაშორის გვარამიაზეც ვსაუბრობდი. მან მითხრა, ჩვენ თუ მიშას საზღვარგარეთ გავუშვებთ სამკურნალოდ, ეს არის იმის დამადასტურებელი რომ ჩვენთან არ ვარგა ჯანდაცვა და ეს ცუდად აისახება საქართველოს რეპუტაციაზე. მე ვფიქრობ, პრეზიდენტი აწონ-დაწონის რა ხდება ევროპასთან მიმართებაში, ევროკავშირთან, ნატოსთან მიმართებაში და მიხვდება რომ ძალიან დიდი ხელშემშლელი ფაქტორია, რომ ყოფილი პრეზიდენტი არის პატიმარი", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.