თეგებით ძიება

უნდა განვსაზღვროთ რაციონალური გზა, რომ უკრაინამ NATO-ში შესვლა შეძლოს - ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აცხადებს, რომ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ისეთი რაციონალური გზა, რომ უკრაინამ ალიანსში შესვლა შეძლოს.

"არ მგონია, რომ NATO-ში ერთსულოვნებაა უკრაინის NATO-ს ოჯახში შეყვანასთან დაკავშირებით ახლა, ამ მომენტში, ომის მიმდინარეობისას. თუ ამას ვიზამთ, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ყველამ ავიღეთ, რაც არ უნდა მოხდეს. თუ ომი გრძელდება, მაშინ ჩვენ ყველანი ომში ვართ. ამიტომ ვფიქრობ, უნდა განვსაზღვროთ რაციონალური გზა, რომ უკრაინას ჰქონდეს კვალიფიკაცია, რომ მან შეძლოს NATO-ში შესვლა.

NATO-ში გაწევრიანება არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება, რათა ყველა პირობა დააკმაყოფილო. მე ვესაუბრე ამაზე ზელენსკის და ერთ-ერთი, რასაც მე ხაზი გავუსვი, ამ პროცესში შეერთებული შტატები მზადაა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება, როგორსაც ჩვენ უზრუნველყოფთ ისრაელისთვის, მათ შორის საჭირო იარაღის მიწოდებას და უზრუნველყოფას, რომ საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების დადება", - თქვა ჯო ბაიდენმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა