"დასაჯე პედოფილი" – პარლამენტთან სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით 19:00 საათზე აქცია გაიმართება
"დასაჯე პედოფილი" - პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი „ევროპული საქართველოს“ წევრი, ნინო ორდენიძეა.
პარლამენტთან შეკრებილები კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორები პირობითი მსჯავრისა და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვენ და გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას დანაშაულის ჩამდენთა საჯარო რეესტრი.