თეგებით ძიება

„ჩანს, არა მხოლოდ მეუფე შიოს საძინებელი, არამედ მთელი საპატრიარქოა მოწამლული დარიშხანით!..“ - რას წერს ბექა ჭიჭინაძე?

ისტორიკოსი, ბექა ჭიჭინაძე წერს, რომ რუსთაველის გამზირზე ფრანგ ტურისტს შეხვდა, რომელმაც უცნაური ამბავი მოუყვა.

„რუსთაველზე გადავეყარე ერთ ფრანგ ტურისტს, რომელიც ენის არცოდნის გამო რაღაცას ვერ ყიდულობდა, დავეხმარე თარგმნაში და მადლიერმა წვენზე დამპატიჟა. 

რომ გამოვეცნაურეთ ერთმანეთს, მითხრა, რომ აქ ჩამოსული იყო თავის მეგობარ ეთოლოგთან, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ თაგვების გასაწვრთნელად დაიქირავა.

საგანგებოდ გაწვრთნილი თაგვები, როგორც ამიხსნა, ახერხებენ დარიშხანით და სხვა საწამლავებით მოწამლული საგნების იდენტიფიცირებას.

ჩანს, არა მხოლოდ მეუფე შიოს საძინებელი, არამედ მთელი საპატრიარქოა მოწამლული დარიშხანით, რის გამოც საპატრიარქოში ფრანგი სპეცილისტი დაიქირავეს დარიშხანზე მონადირე თაგვების გასაწვრთნელად“, - წერს ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს დარიშხანით წამლავდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა