ძალიან დავშორდით ღმერთს - ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს
ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა, ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ადამიანები ღმერთს ძალიან დაშორდნენ.
„მე ერთს ვფიქრობ რომ...რაღაც ხდება ჩვენს საქართველოში.. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვტოვებს ყოველ დღე...
ვფიქრობ რომ ძალიან დავშორდით ღმერთს. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ჩემი ლაშა იქ დაგხვდებათ“,- წერს თეა გუბელაძე.
ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულთან, უშგულის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მანქანა მოცურდა და ხევში გადავარდა. არსებული ცნობით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.