„პატარა სოფლად გადაგვაქცია ივანიშვილმა“ - ნიკა გვარამია
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„NATO მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას MAPის გარეშე.
სტოლტენბერგი მხარს უჭერს თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში.
გეოპოლიტიკური მეორედ მოსვლაა და ამასობაში ჩვენ მართლა პატარა სოფლად გადაგვაქცია ივანიშვილმა, ყველასგან მივიწყებულ და ღვთის პირისგან გადავარდნილ, მცხეთის პერაშკების, "დარიშხანული" საეკლესიო ინტრიგების, გეების მარბიელი ლიკრის მოტკეცილ მაიკებში გამოკვართული თავადვე გეი-ორკების, ქოლცენტრების და ბიტკოინების რუხ ზონად.
ამ ყველაფრის შესაცვლელად "ქართველი ხალხი იმსახურებს" არ კმარა“, - წერს გვარამია.