თეგებით ძიება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - ერთ-ერთ პირს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს

თბილისის ცენტრში, ჭოველიძის ქუჩაზე, გვიან ღამით, რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს. 

ერთ-ერთ პირს, 25 წლამდე კაცს ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა