თეგებით ძიება

ცნობილი ქართველი წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობით

ნახეთ, ცნობილი ქართველი ყოფილი და ახლანდელი წყვილები, რომელთა შორისაც დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

თორნიკე გოგრიჭიანი და ნინო ქორიძე.

მსახიობები, თორნიკე და ნინო უკვე 12 წელია დაქორწინებულები არიან. ნინო მეუღლეზე 13 წლით დიდია, ამ ქორწინებამ წლების წინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნინოსთვის თორნიკე მესამე ქმარია. ის პირველად 16 წლის ასაკში დავით კვირიკაძეზე (ზედმეტსახელად ბათურა) გათხოვდა. მასთან ჰყავს შვილი ირაკლი კვირიკაძე. ნაადრევად შექმნილი ოჯახი მალე დაინგრა. 21 წლის ასაკში კი კოტე გოგელიაზე გათხოვდა, რომელიც ახლა მაკა ასათიანის ქმარია. რაც შეეხება მესამე ქორწინებას, თორნიკეს და ნინოს ტრადიციული ქართული ქორწილი ჰქონდათ, ჯვარი მამა დავითზე დაიწერეს.

ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი.

იუმორისტი, ვასო ფხაკაძე დაქორწინებულია 16 წლით უმცროს მოდელ ლიკა მეტრეველზე. წყვილს უკვე ორი გოგონა ჰყავთ. ლიკა მეტრეველი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და პარალელურად სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული. ვასომ და ლიკამ ერთმანეთი 2012 წელს "მის საქართველოზე" გაიცნეს.

გია ბაღაშვილი და თამუნა ტაბატაძე.

გია ბაღაშვილი დაქორწინებული იყო 19 წლით უმცროს მოცეკვავეზე თამუნა ტაბატაძეზე იქორწ. თამუნამ და გიამ ერთმანეთი ირინა ონაშვილის დახმარებით გაიცნეს. ქორწილი 2009 წელს შედგა, თუმცა 2021 წელს დაშორდნენ, მათ 4 საერთო შვილი ჰყავთ.

დავით საგანელიძე და სოფო ფარცხალაძე.

დავით საგანელიძემ ოჯახი 50 წლის ასაკში შექმნა და 30 წლით უმცროს, ფარმაცევტ სოფო ფარცხალაძეზე იქორწინა. 2010 წელს მათ ქორწინებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილს ორი შვილი ჰყავთ.

გიორგი ყიფშიძე და ანი.

მსახიობ, გიორგი ყიფშიძის რჩეული მასზე 19 წლით უმცროსი მსახიობია. მათ 2020 წელს იქორწინეს. ეს ქორწინება გიორგისთვის მესამეა. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს, თუმცა ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია რომ ისინი დაშორდნენ.

წყარო - intermedia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა