შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივლისს 07:00-დან 07:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ცხვარიჭამია, ბურიანი, ახალუბანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ნაოზა, აღდგომლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 13:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ქსანი, ძეგვი, ქსოვრისი, ქანდა.
07:00-დან 07:15 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, ახატანი, აბანოსხევი, წითელსოფელი, ჩანადირთკარი, საკრამული, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.