სისხლიანი გარჩევა ბათუმში - რესტორანში დანით მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში ერთი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას "TV 25" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მამაკაცს კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
მომხდარზე 1 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.