თეგებით ძიება

„ის პარტია, რომლის ლიდერი და პრეზიდენტი რუსეთის ტურისტებს გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა, რა სინდისით აპროტესტებენ რუსეთთან მიმოსვლას?!“ - ამირან სალუქვაძე

„ხოშტარიამ დაწერა, ხალხს ალტერნატივა უნდა შევთავაზოთო. თქვენ ხართ ალტერნატივა?!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე წერს.

„ნაციონალები ხვალ ქუთაისის აეროპორტთან აქციას აპირებენო. თბილისთან ხომ ჰქონდათ პირველ რეისზე?!

ის პარტია, რომლის ლიდერი და პრეზიდენტი რუსეთის ტურისტებს გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა, რა სინდისით აპროტესტებენ რუსეთთან მიმოსვლას?!

ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩააგდებდნენ იმ ოპოზიციას, სააკაშვილთან ლარსზე რომ მივარდნილიყვნენ ყვირილით და ლოზუნგებით?!

მერე უკვირთ ხალხი რომ არ იღებს მათ რეგიონებში და მთავრობას აბრალებენ.

სანამ ამათ ხალხი ხმას აძლევს, პოლიტიკური პროცესის გაუმჯობესების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

ხოშტარიამ დაწერა, ხალხს ალტერნატივა უნდა შევთავაზოთო. თქვენ ხართ ალტერნატივა?!

ამდენი პირია ოპოზიციაში და ერთს არ აქვს ჭკუა იმის მისახვედრად, რომ საკუთარი სტრატეგია დესტრუქციაზე და მავნებლობაზე არ უნდა ააგო.

აგერ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილებიც კი აფრიალებენ ონკობავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების ბანერებს. ეს ხომ არაა პირველი გადაწყვეტილება, რაც ჯანმრთელობის კუთხით გაკეთდა?! ოპოზიცია რას სთავაზობს ხალხს, მავნებლობას და შავი ხვრელების ძებნას?“ - წერს სალუქვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა