„მაგიტომ უნდა ჩამოვწეროთ ძმაო“ - თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს
“არავის ვურჩევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოწერას. ჩემი სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული ამ პარტიასთან!” - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„მაგიტომ უნდა ჩამოვწეროთ ძმაო“ - ასე გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
„მაგიტომ უნდა ჩამოვწეროთ ძმაო.
დეგრადირებულ ბელადს მიბმული ზომბია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ივანიშვილის რეჟიმთან ტანდემში“ - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.