„იცოდეთ, გიყურებთ და გაკვირდებით!“ - ვის აფრთხილებს ბაია პატარაია?
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:დღეს გავიგე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia - ში მიდის აუდიტი და რომ აუდიტის შედეგად უნდათ, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს საერთოდ გაუუქმონ ზედამხედველობის ფუნქცია, გამოშიგნონ და დააქციონ მთელი დეპარტამენტი.
იცოდეთ, გიყურებთ და გაკვირდებით და ერთადერთ მუშა და ფუნქციურ დეპარტამენტს ნუ მოშლით და ნუ მოანაგავებთ! გაუფრთხილდით კვალიფიციურ კადრებს! მაგ დეპარტამენტიდან კარგი ხალხი რომ გარბის, ეს უკვე ძალიან ცუდის ნიშანია. გაუფრთხილდით კარგ და ჭკვიან პოლიციელებს! სულ ნუ დააქცევთ წლობით ნაშენებ ფუნქციურ დეპარტამენტს!- წერს პატარაია.