ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა. წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში დგას.
ამ დროისთვის, აეროპორტის თანამშრომლები შენობაში შესული წყლის გაწმენდას ცდილობენ.