პრეტენზიული კაცი იყო.. ქალი მაღაზიაში ყოფილა და სახლში რომ დაბრუნებულა, უსვრია - რას ამბობენ ჩალაუბანში მომხდარ მკვლელობაზე მეზობლები?
სოფელ ჩალაუბნის მცხოვრებლების ინფორმაციით, 80 წლის მოხუცს, რომელიც 70 წლამდე ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის ცოლს ხშირად ეჩხუბებოდა და მის მიმართ აგრესიული იყო.
„ეს ქალი მაღაზიაში ყოფილა და სახლში რომ დაბრუნებულა, უსვრია. სისხლისგან დაცლილა. სროლის ან ყვირილის ხმა ჩვენ არ გაგვიგია, მაგრამ ვიცით, რომ ეს პრეტენზიული კაცი იყო. ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა. დღეს რაზე მოუხდათ ჩხუბი არ ვიცით, სახლში მარტო იყვნენ", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ფაქტის შესახებ პოლიციას მოკლულის შვილმა აცნობა, რის შემდეგაც ცოლის მკვლელობისთვის კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანდაზმული მამაკაცი დააკავეს.
ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 80 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: „ipn"