ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოიშალა
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი წვიმის გამო დატბორილია აეროპორტის შიდა ნაწილი. წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში დგას.ამ დროისთვის, აეროპორტის თანამშრომლები შენობაში შესული წყლის გაწმენდას ცდილობენ.
წყარო: მეტრონომი