თეგებით ძიება

ბათუმში უამინდობას მეწყერის ჩამოწოლა მოჰყვა

ბათუმში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. ურეხში, ზედაღელის დასახლებაში მალაყმაძეების ოჯახში მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

მალაყმაძეების ოჯახში გამოცემასთან ამბობენ, რომ ეს მათ ეზოში მეწყერის პირველი შემთხვევა არ არის. მათი თქმით, იგივე მოხდა 3-4 წლის წინ და მეორედ - დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. ოჯახში ამბობენ, რომ მერიაში უთხრეს, რომ მათ საკითხს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ მათთვის უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა