ხვალ ამ ქუჩებს წყალი შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
,,ხვალ, 11 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, გ. ტერევერკოს ქ. N9-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 ივლისის 12:30 საათიდან 11 ივლისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონში, გ. ტერევერკოს ქუჩას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.